„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5289-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-05
სარეგისტრაციო კოდი
360000000.05.001.016487
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცება;“.

2. მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს ეროვნულ მოხსენებას გარემოს მდგომარეობის შესახებ.

2. სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.“.

3. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მტკიცდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.

მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილამდე მიღებულ იქნეს „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5289–IIს

კრებსითი — სრული ვერსია