„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-06
სარეგისტრაციო კოდი
310150000.10.003.016604
„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №444

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 1436) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 250 მგ/კგ;

დ) 2014 წლის 1 იანვრიდან:

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3 %;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს  2011 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                          ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია