„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
441
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-05
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016601
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №441

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია