„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-07
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.038.016080
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №210

2011 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტები შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, №16, 13.02.2009) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 12 თებერვლის №22 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის – ქუთაისის, იმერეთის – ზესტაფონის, სამეგრელოს – ზუგდიდის, სამეგრელოს – ფოთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალქალაქისა და წალკის საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია