,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
785
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-12-02
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-02
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016370
,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 785

2011 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №171 ბრძანებულებით (სსმ III , 2001 წ., №44, მუხ. 339) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე ცნობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) უგზავნის პირადად გაწვეულს, შესაბამის გამწვევ კომისიასა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას.

8. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამს ახურის გავლის ვადაა 18 თვე.

9. დეპარტამენტი ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ფარგლებში, სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაინტერესებული უწყებებიდან სახელმწიფო კომისიაში წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით შეიმუშავებს არასა მხედრო, ალტერნატ იული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხას, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია