ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება № 32.02.131 3
2011 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05.11.128 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 14 მარტის №05.11.128 დადგენილებაში (28.03.2006 წ. №66 (1218) მე-6 გვერდი) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-2 პუნქტი;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა პრემირების წესის“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების, ადმინისტრაციისა და რაიონული გამგეობების საჯარო მოსამსახურეთა პრემირებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერი.“.
2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ქ . თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე -მერი) დ . ნინიძე