საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 774
2011 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №397 ბრძანებულებაში (სსმ III , 2006 წ., №88, მუხ. 1166) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„35. ამ ბრძანებულების მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი