„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-30
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016016
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის N17 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №15

2011 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №17 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №11, 08.07.2010 წ., მუხლი №25) დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემაში შემავალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა – ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედების დღიდან.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი              თ. კვარაცხელია

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია