„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
282
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-02
სარეგისტრაციო კოდი
480070000.22.030.016032
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №282

2011 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის № 206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის               4 ოქტომბრის № 156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007, № 140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1. გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც იგი წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაგრამ არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი ადგილსამყოფელი. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ სახელმწიფოში დაფუძნებულია დამოუკიდებელი დიპლომატიური წარმომადგენლობა. “.

2. მე-5 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბრძანების გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ თ“,              ,,თ1“ და „ ლ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს ბრძანების გამოცემის მიზანი, საფუძველი და ვადები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ . ვაშაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია