„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
927
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-29
სარეგისტრაციო კოდი
120260010.22.026.016092
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №927

2011 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის                    1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებით (სსმ III, 10.02.2006, №19, მუხ.234) დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და №1/7 ნორმის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „შენიშვნა:

 1. ფორმის გაცემასთან ერთად გაიცემა შესაბამისი ატრიბუტიკა (ინსიგნიები).

 2. შეკრებაზე მყოფ რეზერვისტთა სანივთე ქონება შეკრების დასრულების შემდეგ ბარდება შესაბამის ქვედანაყოფებს ან რეზერვისტს, ხელწერილის საფუძველზე, შემდეგი პირობების დაცვით:

 ა) რეზერვისტი ვალდებულია სანივთე ქონება შეინახოს სათანადო პირობებში;

 ბ) არ მოახდინოს მისი დაკარგვა, დაზიანება, არადანიშნულებისამებრ გამოყენება ან მესამე პირისათვის გადაცემა;

 გ) სანივთე ქონება გამოიყენოს მხოლოდ რეზერვისტების შეკრებებზე ან იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაკავშირებულია რეზერვისტთა მოვალეობის შესრულებასთან;

 დ) რეზერვისტს ეკისრება პასუხისმგებლობა (მათ შორის, ზიანის ანაზღაურების – საწყისი საბალანსო ღირებულების ოდენობით) მასზე მიბარებული სანივთე ქონების დაკარგვის, დაზიანების, არადანიშნულებისამებრ გამოყენების ან მესამე პირისათვის გადაცემის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 3. პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის გადაცემული სანივთე ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, ან თუ აღარ დაექვემდებარება სარეზერვო სამსახურს“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის                        21 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბ. ახალაია                                                                                                        

კრებსითი — სრული ვერსია