„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
242
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-29
სარეგისტრაციო კოდი
410080000.22.025.016048
„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №242

2011 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანების (სსმ, 05.09.2011 წ., ვებგვერდი 110902008) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის, ნიამორის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.“.

მუხლი 2.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია