„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-01
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.117.016076
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2011 წლის  25 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 06 მაისის №21 დადგენილებით  (სსმ, ვებგვერდი, 110510011, 17/05/2011) დამტკიცებულ დანართ №1-ში და „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები“ განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            კ. ფარჯანაძე

 

დანართი №1

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

N

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

სამსახურის უფროსი

700

7

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

650

8

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

9

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

10

სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

11

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული

400

12

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი

420

13

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  წამყვანი სპეციალისტი

340

14

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  უფროსი სპეციალისტი

280

15

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –  სპეციალისტი

150

 

კრებსითი — სრული ვერსია