„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
434
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-25
სარეგისტრაციო კოდი
390050010.10.003.016594
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №434

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან/და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.“.

2. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, რომ ელექტრონული აუქციონი  ჩაატაროს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                              ნ. გილაური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია