საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №190/ნ
2011 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 220211, 22/02/2011) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროსა და რესურსცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი