,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს № 38-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-25
სარეგისტრაციო კოდი
330130000.35.155.016059
,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს № 38-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №53

2011 წლის 21 ნოემბერი

ქ. წალკა

,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს № 38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

 ,,მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 11 აგვისტოს №38 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 1

აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს მთვრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა (შემდგომში – დადგენილება) და ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების (შემდგომში –  ბრძანება) საფუძველზე.“

2. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      ,,მუხლი 3

1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დადგენილების შესაბამისად, ავსებს მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც, თავის მხრივ, შევსებულ ფორმას დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          დ. მაჩიტიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია