აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №70, 20.12.2010) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ზოსიძე
ბათუმი,
2011 წლის 17 ნოემბერი.
№142-უ.ს.შ.ს.