„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
761
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-02-03
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.000.887
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I.     „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვების „რეგულირების ყოველწლიური საფასურისა” შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურისა“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                         ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

№761-IIს

კრებსითი — სრული ვერსია