საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №738
2011 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის საკითხთა გადაწყვეტის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 სექტემბრის №408 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2002 წ., №99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხის პრეამბულის პირველი და მე-2 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„– №1 დანართში მუქად მონიშნულ გრაფებში აღნიშნული პროდუქცია ექვემდებარება საექსპორტო კონტროლს და მათ ექსპორტსა და რეექსპორტზე ნებართვებს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
– №2 დანართში მუქად მონიშნული პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური ნებართვებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო ნებართვის ფორმა ამოღებულ იქნეს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ერთი კვირაში უზრუნველყონ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
21. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე არსებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო ნებართვის ფორმა.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულება №799 - ვებგვერდი, 07.12.2011წ.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულება №799 - ვებგვერდი, 07.12.2011წ.