„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-22
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016272
„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 585

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2549) დამტკიცებული ინსტრუქციის 77-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი :

„ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია