საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:
„მუხლი 381. ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ლეგალიზაცია
1. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად დარიცხული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება.
2. 2011 წლის 1 ნოემბრამდე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კომპენსაციიდან/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიიდან დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 ნოემბერი.
№5263–IIს