„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-18
სარეგისტრაციო კოდი
410040000.22.023.016092
„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის N21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №39

2011 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111019012, 21.10.2011) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანხმობას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელებაზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა ხორციელდება თევზჭერის ლიცენზიიდან გამომდინარე, – თანხმობა გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებულმა პირმა,  გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თევზჭერის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა, უნდა წარმოადგინოს დაგეგმილ თევზჭერასთან დაკავშირებული ინფორმაცია, სადაც მოცემული იქნება:

ა) მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერით დაინტერესებული პირის შესახებ;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის მიზნები, ამოცანები და სამიზნე ობიექტები (თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები);

გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით მოსაპოვებელი თევზის და/ან სხვა ჰიდრობიონტის მაქსიმალური ოდენობა, შესაბამისი დასაბუთებით;

დ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების კონკრეტული ვადები, შესაბამისი დასაბუთებით;

ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის განხორციელების ადგილი (წყალსატევის დასახელება, თევზჭერის ადგილის კოორდინატების ან სახმელეთო ორიენტირების მითითებით), შესაბამისი დასაბუთებით;

ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის გამოსაყენებელი საჭირო მცურავი საშუალებების, თევზჭერის საშუალებებისა და ხერხების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით.

2. სააგენტოს მიერ ინიციირებული თევზჭერის განმახორციელებელ პირს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა შეუძლია განახორციელოს თანხმობის გარეშე.“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში  თანხმობის გამცემ შესაბამის ორგანოში წარადგინოს ანგარიში სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის  შედეგების შესახებ და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალი (დანართი).“.

3. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, აგრეთვე ამ წესის დანართით დამტკიცებული სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა შესაძლებელია გახდეს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეწყვეტის საფუძველი, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია