„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
424
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-14
სარეგისტრაციო კოდი
300280000.10.003.016584
„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №424

2011 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №193 დადგენილებაში (სსმ, მუხლი 1274, 15/07/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლში მოცემული ცხრილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. შპს „ჯიფაუერი“

აირტურბინული ელექტროსადგური

 80

2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე და

2012 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 სექტემბრამდე

 65

2011 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 აპრილამდე“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური

კრებსითი — სრული ვერსია