„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
421
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016581
„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 421

2011 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი, 110608009, 08/06/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:  

„დ) სს „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ კაპიტალიდან მისი შვილობილი საწარმოს – შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ ამოღება და ფონდის კაპიტალში ინვესტირება.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს „შპს „თბილისის ლოგისტიკის ცენტრის“ სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ.  

პრემიერ-მინისტრი                                                                                          ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია