ქვევრისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისი მინიჭების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
3/289
მიმღები ორგანო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-11-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-15
ქვევრისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისი მინიჭების თაობაზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/289

2011 წლის 11 ნოემბერი     

 ქ. თბილისი

ქვევრისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ფასეულობის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს – ქვევრს.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის კატეგორიის მინიჭების თაობაზე.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

ნ. რურუა

კრებსითი — სრული ვერსია