საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
749
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-20
სარეგისტრაციო კოდი
390.000.000.05.001.000.881
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28 (35), 1999 წელი, მუხ. 148) 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის საქმიანობა, გარდა დაცული ტერიტორიების გრძელვადიანი რეაბილიტაციის პროგრამებისა და სამონადირეო მეურნეობების შექმნისა.“

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 2 მარტი.

N749-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია