საქართველოს კანონი
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 2000 წელი, მუხ.150) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-5 მუხლში სიტყვებს „მწარმოებელ ორგანოში“ დაემატოს სიტყვები „ან პროკურატურის ორგანოებს წარუდგენს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას მისთვის ამნისტიის შეფარდების შესახებ თანხმობის დადასტურების თაობაზე“.
2. მე-7 მუხლში ციფრი „2“ შეიცვალოს ციფრით „4“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 28 თებერვალი.
№737–IIს