საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30 (37), 1999 წელი, მუხ. 160) 22-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:
„2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადით ახორციელებდა სადეპუტატო უფლებამოსილებას და პენსიის დანიშვნის მომენტისათვის შეუსრულდა 70 წელი, ამ კანონით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება 2001 წლის 1 იანვრიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყოფილი პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსიით უზრუნველყოფა ხდება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სახსრებიდან.“
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 16 თებერვალი.
№734–IIს