"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
დოკუმენტის ნომერი
1/148
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი
2011-10-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-11
"რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა   №1/148           

2011 წლის 25 ოქტომბერი        

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 627 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 627. ყვარლისა და თელავის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2011 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ყვარლის რაიონული სასამართლო. აღნიშნული სასამართლოს სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის                       1 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გურჯაანის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს ლიკვიდაციასა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2011 წლის 1 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს თელავის რაიონული სასამართლო. აღნიშნული სასამართლოს სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2011 წლის                             1 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და, შესაბამისად, მათი თელავისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებისათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს თელავის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს ლიკვიდაციასა და თელავის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. ყვარლის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2011 წლის 1 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები, ასევე გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები 2011 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თელავის რაიონული სასამართლოს (გარდა გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეებისა) წარმოებაში არსებული საქმეები 2011 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცეს თელავის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.“.

მუხლი 2.  ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.

საქართველოს იუსტიციის  ვ. ცერცვაძე

უმაღლესი საბჭოს მდივანი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია