საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №1/147
2011 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №1/131 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 20 სექტემბრის №131 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:
„მუხლი 131. გურჯაანის რაიონული სასამართლო
1. შეიქმნას გურჯაანის რაიონული სასამართლო.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.
4. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ყვარლის მუნიციპალიტეტში.“.“;
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, მცხეთის, საგარეჯოს, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, წალკისა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.“.
მუხლი 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2011 წლის 26 ოქტომბრიდან.
საქართველოს იუსტიციის ვ. ცერცვაძე
უმაღლესი საბჭოს მდივანი