„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
417
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-09
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016577
„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №417

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იმ საჯარო სამართლის იური­დიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გა­წეული მომსა­ხუ­რების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუ­მენ­­ტი ჩათ­ვლის დოკუმენ­ტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დე­კემბ­რის №401 დადგენი­ლებაში (სსმ, 31/12/2010) და პირველ მუხლს დაე­მა­ტოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სსიპ – ქონების მართვის სააგენტო;

 თ) სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                               ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია