„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
414
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-08
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.016574
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის  წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მო­პოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებუ­ლე­ბის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგ­ვის­ტოს №136 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი1068) შეტანილ იქ­ნეს ცვლილება  და  ამ  დადგენილებით  დამტკიცებული  დებულების 74 მუხ­­ლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია, ლიცენზიისაგან გათავისუფლდეს პირი, რო­მე­ლ­იც საშენი მასალების მოპოვებას გეგმავს ტერიტორიაზე, სადაც ლიცენ­ზი­ის გამ­ცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საშენი მასალების მო­პო­ვე­ბის თაობაზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეუ­ლის მოპოვების ლიცენ­ზია.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია