მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2011 წლის 7 ნოემბერი
ქ. მცხეთა
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 23 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1),
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
გ . ატაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის დადგენილება № 51 - ვებგვერდი, 12.12. 2011 წ .
2. ძალადაკარგული - მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აგვისტო ს დადგენილება № 41 - ვებგევრდი, 31 . 08 .2012წ.
დანართი
ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადეგნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
|
№ |
ზონა |
ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა ( ლარებში ) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა - ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე |
| 1 | I ზონა | მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები ; თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გასწვრივ 50 მ . რადიუსით | 1.0 |
| 2 | II ზონა | ქ . მცხეთა სოფ . საგურამო | 0.7 |
| 3 | III ზონა | მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები | 0.1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 დეკემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 12.12.2011 წ.