საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
413
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-11-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-29
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016573
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 413

2011 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

მუხლი 1. „ უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე- 13 მუხლის შესაბამისად:

1. საჯარო სამართლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი – თბილისის სახელ­მწი­ფო სამედიცინო უნივერსიტეტი 201 2 წლის 1 იანვრამდე რეორგანიზებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იური­დიულ პირად – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტად.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტე­ტის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განა­ხორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბი­ლისის სახელ­მწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეგისტრაცია მეწარ­ მეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინე­ბული ღონისძიებები.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პი­რის – თბი­ლი­სის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძ­ნებ­­ლად განი­ საზღვ­ როს სახელმწიფო, რომელსაც წარმოა დგენს სა­ქარ­თველოს განათ­ ლე­ ბისა და მეცნიე­ რების სამინისტრო.

  5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტრომ განახორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირისათვის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის ქო­ნე­­ბის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივ ლ ისის დადგენილება №1 8 6 – ვებგვერდი, 30 .07.2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია