სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 150
2011 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებით (ვებგვერდი , 110630002,30/06/2011) დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამო ყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ სხ-ს ბოლო 18 თვის განმავლობაში არ გააჩნდა საფრენად ვარგისობის მოწმობა და მესაკუთრემ, ან ექსპლუატანტმა (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) არ დაამტკიცა სხ-ის საფრენად ვარგისობა;“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დირექტორის პირველი მოადგილე ვ. გოგორიშვილი