საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №178/ნ
2011 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დაფუძნებისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა.
მუხლი 2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233) დამტკიცებული №2 დანართის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
| 8 | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა | სოფელი გუდაური | დაწ-საბ-საშ |
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი