,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-11-08
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.168.016040
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 28 ოქტომბერი

ქ. სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებულ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესში.

 1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე              ზ. ზედელაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია