საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , № 8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. 149-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„ 7 . ამ რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მ ის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი და განხილვის პროცესში მყოფი კანონპროექტები უარყოფილად ითვლება , რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ფორმდება საოქმო ჩანაწერით. “.
2 . 272-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. ამ რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. “.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დ . ბაქრაძე
თბილისი,
2011 წლის 25 ოქტომბერი.
№5139 –IIს