საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №215
2011 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №133 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ ჟ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბრძანებ:
მუხლი 1. „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის №21 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110429025, 05/05/2011) დამტკიცებული „ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ ლ” ქვეპუნქტი:
„ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი.“
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი.“
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მინისტრის აპარატი
1. მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
2 . მინისტრის აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) პროტოკოლის საქმიანობა, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების შეხვედრების ორგანიზება.“ .
4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141 . პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტი
1. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
2. პროექტების მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე პროექტებისა და დადებული შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) მონიტორინგის განხორციელების შედეგად შესაბამისი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება და წარმოდგენა ;
გ ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“ .
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გა ვრცელდეს 2011 წლის 17 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე .
ა. ხეთაგური