საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №657
2011 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2006 წ., №88, მუხ. 1168) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი:
„53. ბოლივიის მრავალეროვნული სახელმწიფოს, კოლუმბიის რესპუბლიკის, დომინიკის თანამეგობრობის, დომინიკის რესპუბლიკის, ეკვადორის რესპუბლიკის, ელ-სალვადორის რესპუბლიკის, გვატემალის რესპუბლიკის, ჰონდურასის რესპუბლიკის, პარაგვაის რესპუბლიკის, სურინამის რესპუბლიკის, კუბის რესპუბლიკის, თურქმენეთის, პერუს რესპუბლიკის, სენტ-ლუჩიას, სენტ-ვისენტისა და გრენადინების მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
მ. სააკაშვილი