გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 20
2011 წლის 20 ოქტომბერი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №16 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. შეტანილ იქნეს ცვლილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №16 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ და დადგენილების მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თანამდებობის პირების (გარდა ფრაქციების თავმჯდომარეებისა) მივლინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი