,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-27
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.016069
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის № 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

     მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში (სსმ V. 30.07.2010 წ., №3, მუხ. 35) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი II1 :        

 ,, თავი II 1

 აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია

    მუხლი 41. აპარატის სტრუქტურული ერთეული

 აპარატის სტრუქტურული ერთეულია:

 იურიდიული განყოფილება.

    მუხლი 42.  იურიდიული განყოფილება

იურიდიული განყოფილება:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს დასკვნებს მათი სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

ბ) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს;

გ) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

დ) ახორციელებს თვითმმათველობის ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას;

ე) აკონტროლებს სამართლებრივი აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ.“.

 მუხლი 2 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თვმჯდომარე       კ. ფარჯანაძე

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია