საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2275
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-08-05
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-04
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.001.278
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.86) 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო დეკლარაციასთან ერთად საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები, მათ შორის, საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საქონლის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2275-IIს

კრებსითი — სრული ვერსია