,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.164.016044
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა  №17

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. ყვარელი

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის                      29 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

      მუხლი 1

 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №11 დადგენილებაში (სსმ,11.08.2011) შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება:

დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გამგეობა ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.“.

    მუხლი 2

   ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ბ. ზანდარაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია