საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-1 7 8
2011 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის “ დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის “ დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებით (ს სმ III, №13, მუხ . 126, 18 .02 .2003წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, დებულების მე -2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. ,,სამტრესტი “ უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები. “
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ . კვეზერელი