ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-28
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.141.016049
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №32

2011 წლის 21ოქტომბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ ახალქალაქში – 1 კვადრატულ მეტრზე – 0,64 ლარი;

ბ) შენობა-ნაგებობაზე ქალაქ ახალქალაქში –1 კვადრატულ მეტრზე – 6.0 ლარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ.

2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დანარჩენ დასახლებებსა და დასახლებათა შორის არეალებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 1 კვადრატულ მეტრზე – 0,45 ლარი;

ბ) შენობა-ნაგებობაზე – 1 კვადრატულ მეტრზე – 3 ლარი.

 3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            

ჰ. მოვსესიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ.

2. ძალადაკარგულია - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია