„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-21
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.030.016030
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №240

2011 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებით (სსმ, 23.05.2008, №75, მუხ.815) დამტკიცებული დებულების 38-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს თითოეულ ეტაპზე დადებითი შეფასებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობა“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ვაშაკიძე

მოვალეობის შემსრულებელი

 

კრებსითი — სრული ვერსია