შეთანხმება
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ
1994წლის 28 თებერვლის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობები -
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით,
ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობანი პარტნიორულ ფინანსური თანამშრომლობით,
შეგნებული აქვთ რა, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენს ამ ურთიერთობების შენარჩუნების საფუძველს,
განზრახული აქვთ რა, ხელი შეუწყონ საქრთველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრებაში გაატარონ ჩვენი ქვეყნების მთავრობებს შორის ქ. ბონში 1995 წლის 4-6 სექტემბერს შემდეგ მოლაპარაკებათა შედეგები -
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობათა შორის 1994 წლის 28 თებერვლის შეთანხმების პირველი მუხლი შემდეგნაირად შეიცვლება:
„1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა აძლევს საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას ქვემოთ აღნიშნული პროექტებისათვის ფრანკფურტის (მაინი) რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებიდან მიიღოს სესხი მაქსიმუმ 27.000.000, - გერმანული მარკის (სიტყვიერად: ოცდაშვიდი მილიონი გერმანული მარკა) და უსასყიდლო ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 3.000.000, - გერმანული მარკის (სიტყვიერად: სამი მილიონი გერმანული მარკა) ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა ამ დახმარების საჭიროება:
- სესხი მაქსიმუმ 7.000.000 გერმანული მარკის ოდენობით (სიტყვიერად: შვიდი მილიონი გერმანული მარკა) პროექტისათვის „სექტორზე ორიენტირებული პროგრამა სოფლის მეურნეობის ხელსეწყობის მიზნით“, ასევე უსასყიდლო ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 500.000 გერმანული მარკის (სიტყვიერად: ხუთასი ათასი გერმანული მარკა) ოდენობით ამ პროექტის განხორციელებისა და მომსახურებისათვის საჭირო თანამდევი ღონისძიებებისათვის.
- სესხი მაქსიმუმ 20.000.000, - გერმანული მარკის ოდენობით (სიტყვიერად: ოცი მილიონი გერმანული მარკა) ენერგოსექტორის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. კონკრეტული საკითხების მოგვარება მოხდება ორივე ქვეყნის მთავრობების შეთანხმების სედეგად რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებასა და საქართველოს მთავრობას შორის სესხის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების საფუძველზე:
უსასყიდლო ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 2.500.000, - გერმანული მარკის ოდენობით (სიტყვიერად: ორი მილიონ ხუთასი ათასი გერმანული მარკა) პროექტისათვის „გამოკვლევათა და სპეციალისტთა ფონდი“.
2. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას მოგვიანებით დამატებით მიიღოს შემდეგომი სესხები ან ფინანსური დახმარება ფრანკფურტის (მაინი) რეკონსტურქციის საკრედიტო დაწესებულებიდან პროექტის მომზადების თუ მისი განხორციელბისა და მომსახურეობისათვის საჭირო თანმდევო ღონისძიებებისათვის, მაშინ ამ მიზნით გამოყენებული იქნება წინამდებარე შეთანხმება.
3. პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტები შეიძლება შეიცვალოს სხვა პროეტებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობების შეთანხმების საფუძველზე“.
მუხლი 2
1995 წლის 28 თებერვლის, თავში მოხსენიებული შეთანხმების დანარჩენი დებულებები ძალაში რჩება უცვლელად.
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. თბილისში [21.05.96] ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
საქართველოს მთავრობის სახელით
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით