გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2011 წლის 17 ოქტომბერი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 სექტემბრის №39 დადგენილებაში (სსმ, 15.09.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო ბიჯი შეადგენს 10%-ს. სარგებლობაში გადასაცემი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხოლო ბიჯი შედგენს 10%-ს.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით“.
2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე