„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
1845
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2011-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016019
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1845

2011 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. გადამხდელის მიერ სხვა პირის საგადასახადო ვალდებულების დასაფარავად თანხის გადახდის შემთხვევაში, გადამხდელის ან/და საბანკო დაწესებულების წერილობითი დასტურის საფუძველზე, ხორციელდება გადასახადის კუთვნილების გარკვევა და ბარათზე სათანადო კორექტირება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ჯ. ებანოიძე

კრებსითი — სრული ვერსია