„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
391
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-18
სარეგისტრაციო კოდი
390120000.10.003.016551
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №391

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის               13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის მოვ­ლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის       13 აგვისტოს №241 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1496) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესის:

ა) მე-2 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ზ.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა – მასშტაბი 1:10 000 შე­სა­ბა­მისი ლეგენდით;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული) ტყის მართვის უფლების მქო­ნე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქო­ნე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.“;

გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის თაობაზე გადაწყვეტი­ლებას იღებს ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.“;

დ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-20 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქ­ციით:

„ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალის­წინებული სამუშაოების მოცულობებისა და პარამეტრების შესახებ;“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პრო­ექ­ტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქ­ტე­ბით დადგენილ ინფორმაციას.“;

ვ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამო­ღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                         ნ. გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია